1. ცოდნის შეფასების კომპონენტებია: შუალედური და დასკვნითი შეფასება.

2. შუალედური შეფასება მოიცავს პერიოდულ გამოკითხვასა და შუალედურ გამოცდას.

3. პერიოდული გამოკითხვა წარმოადგენს წინა სალექციო დღეებში განვლილი მასალის, ცოდნის დონის პერიოდული შემოწმების საშუალებას. სტუდენტის მიერ გაცდენილი პერიოდული გამოკითხვა აღდგენას არ ექვემდებარება, მიუხედავად გაცდენის მიზეზისა.

4. შუალედური და დასკვნითი გამოცდა წარმოადგენს სტუდენტის ცოდნის შეფასების ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად კარგად აითვისა სტუდენტმა შესაბამისი სასწავლო კურსის ნაწილი/კურსი.

5. ცალკეული სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისად, სტუდენტის ცოდნის შეფასების ფორმასა და შინაარსს განსაზღვრავს სასწავლო კურსის ხელმძღვანელი. შეფასების ფორმებია:

ა) წერითი;

ბ) ზეპირი;

გ) შერეული − ზეპირი და წერითი ერთდროულად;

დ) პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულება;

ე) ელექტრონული.

6. საგამოცდო საკითხებს ამზადებს სასწავლო კურსის ხელმძღვანელი/ლექტორი/ინსტრუქტორი და გამოცდებამდე 10 დღით ადრე წარუდგენს პოლიციის სკოლის უფროსს, რომელიც ამოწმებს სასწავლო კურსის პროგრამასთან (სილაბუსთან) მათ შესაბამისობას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.

7. პოლიციის სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს საგამოცდო საკითხების შესაბამისობის შემოწმება სასწავლო კურსის პროგრამასთან (სილაბუსთან).

8. გამოცდების განრიგის შედგენაზე, ჩატარებასა და საგამოცდო პროცესის მონიტორინგზე პასუხისმგებელია პოლიციის სკოლის უფროსის მოადგილე და პოლიციის სკოლის ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფი. სასწავლო კურსის სპეციფიკის შესაბამისად, გამოცდას ესწრება ლექტორი/ინსტრუქტორი.

9. პოლიციის სკოლა უფლებამოსილია გამოცდაზე განახორციელოს ვიდეომონიტორინგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ელექტრონული ფორმატის გამოცდებზე, მეთვალყურეობა განახორციელოს მონიტორინგის პროგრამით და ისარგებლოს პოლიციის სკოლის საგამოცდო პროგრამით, რაც წინასწარ ცნობილი უნდა იყოს სტუდენტებისათვის.

10. თითოეული გამოცდის კონკრეტული თარიღი, ჩატარების დრო და ჩატარების ადგილი, არაუგვიანეს 7 კალენდარული დღით ადრე, აისახება გამოცდების ელექტრონულ ბაზაში სტუდენტის პირად გვერდზე.

11. შუალედურ გამოცდას ეთმობა 2 საათი. დასკვნით გამოცდას ეთმობა 3 საათი. რიგ შემთხვევაში სასწავლო კურსის მოცულობის, შინაარსის სირთულისა და საგამოცდო კომპონენტების სირთულის გათვალისწინებით, სასწავლო კურსის ხელმძღვანელის მოთხოვნით, საგამოცდო დრო შეიძლება გაიზარდოს. გამოცდის დრო თითოეულ სასწავლო კურსზე აღინიშნება შესაბამისი სასწავლო კურსის პროგრამაში (სილაბუსში).

12. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი არ დაიშვება, თუ მას დასკვნით გამოცდამდე შუალედურ შეფასებაში 31 ქულაზე ნაკლები აქვს დაგროვებული.

13. გამოცდის ზეპირ ნაწილს (ზეპირ გამოცდას) იბარებს ლექტორი/ინსტრუქტორი.

14. გამოცდის დასრულებიდან მეორე სამუშაო დღეს, პოლიციის სკოლის ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფი დაშიფრულ ნაშრომებს გასასწორებლად გადასცემს სასწავლო კურსის ხელმძღვანელს.

15. კურსის ხელმძღვანელი საგამოცდო ნაშრომს ასწორებს პოლიციის აკადემიაში. სასწავლო კურსის ხელმძღვანელი ვალდებულია, ნაშრომების მისთვის გადაცემიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, პოლიციის სკოლის ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფს მიაწოდოს სტუდენტთა შეფასების შედეგები და გადასცეს გასწორებული ნაშრომებ