1. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სასწავლო პროცესის ეფექტიანი ორგანიზებისა და წარმართვის მიზნით შეიტანოს ცვლილებები და დამატებები შესაბამის სამართლებრივ აქტ(ებ)ში;
ბ) ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტუდენტს შეუჩეროს, აღუდგინოს ან შეუწყვიტოს სტუდენტის სტატუსი;
გ) დაამუშაოს სტუდენტის პერსონალური მონაცემები, სასწავლო პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. სტუდენტის პერსონალური მონაცემების სხვა მიზნ(ებ)ისთვის დამუშავება განახორციელოს მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) განახორციელოს ვიდეომონიტორინგი პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) მოსთხოვოს სტუდენტს მისთვის შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტებით ან მასთან გაფორმებული საგანმანათლებლო მომსახურებისა და სამინისტროში დასაქმების შესახებ ხელშეკრულებით (შემდგომ − ხელშეკრულება) გათვალისწინებული პირობების შესრულება, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში, შეუწყვიტოს სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე და დადგენილი წესით;
ვ) შესაბამისი დასაბუთებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეცვალოს ან გააუქმოს საბაკალავრო პროგრამა, სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის პირობით;
ზ) სტუდენტის/კურსდამთავრებულის წერილობითი განცხადებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება ჯარიმის სრულად ან ნაწილობრივ პატიების შესახებ;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.
2. პოლიციის აკადემია ვალდებულია:
ა) შეუქმნას სტუდენტს სათანადო პირობები საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისათვის და გაუწიოს შესაბამისი საგანმანათლებლო მომსახურება;
ბ) შეუქმნას სტუდენტს ჯანსაღ გარემოში მაღალი ხარისხის განათლების მიღების ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების პირობები;
გ) მისცეს სტუდენტს საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების შესაძლებლობა;
დ) მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, თანაბარ პირობებში, ისარგებლოს პოლიციის აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა რესურსები