1. სტუდენტის სტატუსის შეჩერება განიხილება სტუდენტის უფლება-მოვალების შესრულებისაგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.
2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) აკადემიური შვებულება;
ბ) ავადმყოფობა;
გ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
დ) ფინანსური დავალიანება;
ე) პირადი განცხადება.
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
ბ) პირადი განცხადება;
გ) ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე;
დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში;
ე) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;
ვ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში;
ზ) ერთი და იმავე საგნის ორჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება;
თ) სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელება, როგორიცაა:
თ.ა) უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;
თ.ბ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით;
ი) გარდაცვალება.
5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
6. სტუდენტის სტატუსის შეჩერების ან/და შეწყვეტის შესახებ რექტორი შესაბამისი ფაკულტეტის წარდგინებით გამოსცემს ბრძანება