1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით, იქმნება საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 5 წევრისაგან.
3. საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს შესაბამისად რექტორი ან აკადემიური საბჭო.
4. საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.
5. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს მართვის ორგანოების წევრობის კანდიდატი.
6. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების ყველა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით, უზრუნველყოს ხმის მიცემის ფარულობა.
7. საარჩევნო კომისიის წევრებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად შეიძლება დაენიშნოთ შრომის ანაზღაურებ