1. სტუდენტის პასუხისმგებლობა და პასუხიმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით.
2. სტუდენტს ეკისრება პასუხისმგებლობა მის მიერ ვალდებულების დარღვევის შესაბამისად.
3. სტუდენტის პასუხიმგებლობის საქმეს განიხილავს და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი.
4. სტუდენტის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პასუხიმგებლობის შემდეგი ღონისძიებები:
ა) გაფრთხილება (რეკომენდაცია);
ბ) საყვედური (შენიშვნა);
გ) სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
დ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.
5. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, სამართლიანი პროცედურის გზით.
6. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უნივერსიტეტი. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
7. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.
8. სტუდენტს უფლება აქვს პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს რექტორთან ან/და სასამართლოშ