1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

3. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

4. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებითა და დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის პროექტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალარჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით