1. უნივერსიტეტს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით აქვს   შემდეგი ქმედების განხორციელების უფლება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უარი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე, უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
თავი IX
დასკვნითი დებულებე