1. უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის შესაბამისად, სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული.
2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა შემთხვევებისა, თუ:
ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საკითხს შეისწავლის უნივერსიტეტის ეთიკის კომისია და დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური წარმოების შესახებ საკითხის განხილვა საჯარო სხდომაზე.
4. დისციპლინის დარღვევისათვის ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ღონისძიებები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) გარიცხვა.
5. სტუდენტს უფლება აქვს, ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინური ღონისძიებების დაკისრების თაობაზე გაასაჩივროს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1 თვის ვადაშ