1. სამედიცინო პრაქტიკული დისციპლინებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისას უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტების (საექიმო სპეციალობის მაძიებელების) კლინიკური ბაზით
უსასყიდლოდ უზრუნველყოფის, აგრეთვე წესდებით განსაზღვრული სხვა მიზნების განხორციელებისათვის, უნივერსიტეტი უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, მათ შორის სამედიცინო დაწესებულება (შემდგომში - ,,საუნივერსიტეტო კლინიკა“,,,აკადემიური კლინიკა“).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტი შეიძლება დაფუძნდეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინასწარი თანხმობით.
3.კლინიკის სტრუქტურა, მართვა, პასუხისმგებლობა და სხვა ორგანიზაციულ- სამართლებრივი საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული დებულებით