1. უწყვეტი სამედიცინო განათლების, პროფესიული რეაბილიტაციის, ექიმთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სუბსპეციალობის პროგრამების განხორციელების, უნარ-ჩვევების, ცალკეული მოდულების, აკადემიური პერსონალის გადამზადების, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ვალეოლოგიური საშუალებების სტანდარტიზაციისა და სხვა სახის სასწავლო, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის უნივერსიტეტში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები (ინსტიტუტი, ცენტრი), რომელთა დებულებას და საშტატო განრიგს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმიანობის, სპორტის, ხელოვნების, უცხოური ენების და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომელთა დებულებას და საშტატო განრიგს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3.ამ მუხლით განსაზღვრული უნივერსიტეტის სტუქტურული ერთეულები ანგარიშვალდებული არიან რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.
თავი VII
საუნივერსიტეტო კლინიკებ