სტუდენტი ვალდებულია:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი,რომლის სწავლება სავალდებულოა და რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, შინაგანაწესი, ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებები;
გ) დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიის, შრომის ჰიგიენის და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი წესებითა და ინსტრუქციებით;
დ) გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, უზრუნველყოს მისთვის ჩაბარებული დოკუმენტაციის ჯეროვანი დაცვა;
ე) არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დაწესებულების საქმიანობის შედეგად;
ვ) მკაცრად დაიცვას უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დებულება;
ზ) წერილობითი გაფრთხილებისა და შესაბამისი თანხმობის გარეშე (თვითნებურად) არ
მიატოვოს სწავლა უნივერსიტეტში;
თ) მკაცრად დაიცვას კანონმდებლობით, ამ წესდებით, შინაგანაწესითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნებ