1. უნივერსიტეტს უფლება აქვს პროფესორს აკადემიურ მოღვაწეობაში პროფესიული აღიარების ნიშნად მიანიჭოს ემერიტუსის წოდება.
2. ემერიტუსის წოდების მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) განცხადების წარდგენის დროისთვის უნივერსიტეტში ეკავოს პროფესორის თანამდებობა და მიღწეული იყოს 65 წლის ასაკს (ემერიტუსის წოდების მინიჭების მოთხოვნით განცხადების წარდგენა პროფესორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია);
ბ) ჰქონდეს ამავე უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობის 12-წლიანი გამოცდილება;
გ) იყოს საქართველოს მოქალაქე.
3. ემერიტუსის წოდების მინიჭების მოთხოვნით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს აკადემიურ საბჭოს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი (ან მასთან გათანაბრებული) დოკუმენტის ასლი;
ბ) ამავე უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ინფორმაცია მის აკადემიურ მოღვაწეობაზე (გამოცემული ნაშრომების დასახელება, პროფესიულ კონფერენციებში/ტრენინგებში მონაწილეობა, მოპოვებული აკადემიური წოდებები, გამოშვებული ჯგუფები, დადგმული სპექტაკლები, კონფერენციები და პრეზენტაციები, გადაღებული ფილმები, განხორციელებული პროექტები და ა.შ.).
4. დაინტერესებული პირის განცხადებას ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო 3 თვის ვადაში.
5. განცხადების განხილვისას აკადემიური საბჭო აფასებს დაინტერესებული პირის აკადემიური მოღვაწეობის მნიშვნელობას მისი პროფესიული აღიარებისათვის და ემერიტუსის წოდების მინიჭებისათვის. გადაწყვეტილების მიღებამდე აკადემიური საბჭო ემერიტუსის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას უგზავნის ფაკულტეტს რეკომენდაციის წარმოსადგენად.
6. ემერიტუსის წოდების მინიჭების ან მინიჭებაზე უარის რეკომენდაციას გასცემს ფაკულტეტის საბჭო სიითი შემადგენლობის 2/3-ს მხარდაჭერით.
7. ემერიტუსის წოდების მინიჭების ან მინიჭებაზე უარის გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3-ს მხარდაჭერით.
8. ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით პირს ენიშნება ანაზღაურება, რომელიც შეადგენს პროფესორის შრომის ანაზღაურების 75%-ს.
9. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობა.
თავი VI
სტუდენტ