1. სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის პროგრამაზე.
2. უნივერსიტეტში სწავლების პირველ საფეხურზე სტუდენტის მიღების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტები ფაკულტეტებზე მიიღებიან ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით.
3. საშემსრულებლო სპეციალობებზე აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადის შემოქმედებითი კონკურსს (შიდა ტურები) აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით.
4. შემოქმედებითი კონკურსი ტარდება 3 ეტაპად: I შესარჩევი ტური, II შესარჩევი ტური, III - გამოცდა.
5. აბიტურიენტმა, რომელმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადი შეიტანა უნივერსიტეტის რამდენიმე სპეციალობაზე, სადაც სწავლის გაგრძელება სურს, კონკურსი უნდა გაიაროს მის მიერ დასახელებულ ყველა საშემსრულებლო სპეციალობაში. უნივერსიტეტში შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც მრავლდება კოეფიციენტზე. 30 ქულა ნიშნავს უარყოფით შედეგს.
6. აბიტურიენტი, რომელიც ვერ გადალახავს ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალურ ზღვარს, ვერ ჩაირიცხება უნივერსიტეტში შემოქმედებით კონკურსზე მიღებული ქულების მიხედვით.
7. იმ ფაკულტეტზე, რომელზეც უნივერსიტეტში არ ტარდება შემოქმედებითი კონკურსი, ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, დამატებითი გამოცდის გარეშე.
8. ნებისმიერ აბიტურიენტს უფლება აქვს ჩააბაროს საქართველოს რომელიმე თეატრის მიერ უნივერსიტეტისათვის დაკვეთილ მიზნობრივ ჯგუფში. ამასთან დაკავშირებით გამოცდების შედეგების მიხედვით, უფასო სწავლების მოპოვების შემთხვევაში, აბიტურიენტი აფორმებს წერილობით შეთანხმებას უნივერსიტეტთან, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისა და მიზნობრივ ჯგუფში ჩარიცხვის შემთხვევაში, მინიმუმ სამი წლის ვადით იმ თეატრში მუშაობის თაობაზე, რომლისთვისაც მზადდება მიზნობრივი ჯგუფი.
9. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა ჩარიცხვისათვის საჭირო ქულა მის მიერ არჩეულ პირველ სპეციალობაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე სპეციალობაზე და ა.შ.
10. მაგისტრატურაში მიღება ხდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე. საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
11. დოქტორანტურაში მიღებისათვის აუცილებელია მაგისტრის ან მასთან განათაბრებული დიპლომი. დოქტორანტურაში მიღების წესებსა და მოთხოვნებს ადგენს აკადემიური საბჭო