1. აკადემია უზრუნველყოფს პერსონალის:

ა) ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ შერჩევას;

ბ) საქმიანობის პერიოდულ შეფასებას;

გ) პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

2. პერსონალის შეფასება ეფუძნება:

ა) შესრულებული საქმიანობის ხარისხს;

ბ) სწავლებისა და კვლევის შედეგებს;

გ) ინსტიტუციური განვითარების პროცესში მონაწილეობას;

დ) პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას.

3. აკადემია ხელს უწყობს პერსონალის მონაწილეობას:

ა) საერთაშორისო პროგრამებსა და აკადემიურ გაცვლებში;

ბ) ტრენინგებში, კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში;

გ) კვლევით, ანალიტიკურ და საგამომცემლო საქმიანობაში.

4. პერსონალის შეფასებისა და განვითარების მექანიზმები დამატებით განისაზღვრება აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტები