1. აკადემიის პერსონალს წარმოადგენს:
ა) აკადემიური და მოწვეული პერსონალი;
ბ) ადმინისტრაციული პერსონალი;
გ) დამხმარე პერსონალი.
2. აკადემიის პერსონალის საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალიზმის, აკადემიური თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს.
3. აკადემია უზრუნველყოფს პერსონალის შერჩევის, შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პროცესების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.
4. აკადემიის პერსონალის სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოსილებები, შრომითი პირობები და საქმიანობის შეფასების წესი, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტები