1. აკადემიის მმართველი საბჭო წარმოადგენს აკადემიის უმაღლეს კოლეგიურ მმართველ ორგანოს, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მმართველი საბჭოს დებულებით.

2. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შედის:

ა) რექტორი (თავმჯდომარე);

ბ) დეკანი;

გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;

დ) აკადემიური პერსონალი;

ე) სტუდენტი;

ვ) რექტორის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ადმინისტრაციული პერსონალი.

3. მმართველი საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) აკადემიის მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) აკადემიის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის, სამოქმედო გეგმებისა და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტების განხილვა და დამტკიცება;

გ) აკადემიის წლიური ბიუჯეტის, ფინანსური გეგმებისა და ფინანსური ანგარიშგებების განხილვა და რეკომენდაციების გაცემა, აგრეთვე ფინანსური რესურსების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;

დ) აკადემიის ორგანიზაციული სტრუქტურის, ძირითადი სტრუქტურული ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;

ე) აკადემიის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, სტრატეგიული და ინსტიტუციური პოლიტიკის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი შიდა ნორმატიული აქტების განხილვა და დამტკიცება;

ვ) აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირების, ინსტიტუციური განვითარების და ავტორიზაციის პროცესის ზედამხედველობა;

ზ) აკადემიის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და პროფესიული განვითარების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მხარდაჭერა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა აკადემიის მისიასთან;

თ) საერთაშორისო თანამშრომლობის, პარტნიორული ურთიერთობებისა და ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ხელშეწყობა;

ი) აკადემიის ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის განვითარების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განახლებისა და უსაფრთხო ფუნქციონირების საკითხების განხილვა;

კ) აკადემიის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება, ანგარიშების მოსმენა და რეკომენდაციების გაცემა აკადემიის ხელმძღვანელობისათვის;

ლ) კანონმდებლობით, აკადემიის წესდებითა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. მმართველი საბჭო საქმიანობას წარმართავს კოლეგიურობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, აკადემიური თავისუფლების პატივისცემისა და ინსტიტუციური განვითარების ინტერესების საფუძველზე.

5. მმართველი საბჭოს შემადგენლობა, დაკომპლექტების წესი, წევრთა უფლებამოსილება, საქმიანობის ორგანიზება, გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და სხვა საკითხები დამატებით განისაზღვრება მმართველი საბჭოს დებულები