1. აკადემიის მართვის ორგანოებია/სუბიექტია:
ა) რექტორი;
ბ) მმართველი საბჭო;
გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. აკადემიის ადმინისტრაციული და აკადემიური საქმიანობის განხორციელებას უზრუნველყოფენ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ფუნქციონირებენ ამ წესდების, შიდა სამართლებრივი აქტებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
3. აკადემიის მართვის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა ეფუძნება:
ა) უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპს;
ბ) ურთიერთთანამშრომლობასა და ინსტიტუციურ კოორდინაციას;
გ) სუბორდინაციისა და ანგარიშვალდებულების პრინციპს;
დ) აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვას;
ე) ხარისხის უზრუნველყოფისა და შედეგზე ორიენტირებული მმართველობის პრინციპს.
4. აკადემიის მართვის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ კანონმდებლობის, ამ წესდებისა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. აკადემიის სტრუქტურული ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა