1. აკადემია წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ასევე ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
2. აკადემიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული საქმიანობა.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, აკადემიას გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ის საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, დებს გარიგებებს, შეუძლია სასამართლოში წარდგეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. აკადემიის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დიპლომატიის აკადემია“.
6. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ---------- ქუჩა №.
7. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, დამოუკიდებელი ორგანიზაციული კოდი, საიდენტიფიკაციო კოდი, სახელმწიფო ბიუჯეტისა და საკუთარი შემოსავლების სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი – მცირე სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი, შტამპი, ოფიციალური ვებ-გვერდი, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
8. აკადემია კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებში და დოკუმენტების შემუშავებაში.
9. აკადემია ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „უმაღლესი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონენებისა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებშ