1. ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფს აკადემიის მართვის, ორგანიზაციული და ადმინისტრაციული პროცესების განხორციელებას.
2. ადმინისტრაციული პერსონალის შემადგენლობაში შედის:
ა) სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
ბ) ადმინისტრაციული თანამშრომლები.
3. ადმინისტრაციული პერსონალი:
ა) უზრუნველყოფს აკადემიის სტრატეგიული და ოპერატიული საქმიანობის მხარდაჭერას;
ბ) ახორციელებს ფინანსურ, სამართლებრივ, ადამიანური რესურსების, სასწავლო პროცესების ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
გ) ხელს უწყობს აკადემიური და კვლევითი პროცესების ეფექტიან განხორციელებას;
დ) მონაწილეობს ინსტიტუციური ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების პროცესებში.
4. ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა რექტორის გადაწყვეტილებით ხდება კონკურსით ან უკონკურსოდ, საქართველოს კანონმდებლობისა და აკადემიის რექტორის ადმინისტრაციული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობის შეფასების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის მექანიზმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტები