1. აკადემიის წესების, ეთიკის ნორმებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მოთხოვნების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

2. დისციპლინური ღონისძიებები შეიძლება იყოს:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

დ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

3. დისციპლინური წარმოება ეფუძნება:

ა) სამართლიანობის;

ბ) პროპორციულობის;

გ) გამჭვირვალობის;

დ) სტუდენტის მოსმენისა და დაცვის უფლების უზრუნველყოფის პრინციპებს.

4. აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის შემთხვევები და მათზე რეაგირების მექანიზმები განისაზღვრება აკადემიის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილები