1. აკადემია ადგენს წლიურ ბიუჯეტს, რომელიც ეფუძნება მის სტრატეგიულ მიზნებსა და განვითარების გეგმას.
2. აკადემიის ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს:
ა) ხარჯების დეტალურ განწერას;
ბ) განვითარების მიმართულებებს;
გ) შემოსავლების პროგნოზს.
3. აკადემიის ბიუჯეტს ამტკიცებს რექტორი, სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. აკადემია უზრუნველყოფს:
ა) ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვას;
ბ) გამჭვირვალე საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას;
გ) ფინანსური ანგარიშგების დროულ მომზადებას.
5. აკადემიის ფინანსური საქმიანობა ექვემდებარება შიდა და გარე აუდიტს კანონმდებლობით დადგენილი წესი