1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებული პუნქტები ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის მიიჩნევიან ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განმახორციელებულ პუნქტებად.

2. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის რეგისტრირებული ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განმახორციელებელი პუნქტები ვალდებული არიან შესაბამისობაში მოვიდნენ ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან 2026 წლის 1 იანვრიდან.

3. პირი (გარდა იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონომდებლობით აქვს უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის უფლება), რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის მონაწილეობს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 23 მაისის №125/04 ბრძანებით გათვალისწინებულ რეგულირების ლაბორატორიაში და რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში ახორციელებს უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის ოპერაციებს, ვალდებულია ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 (სამი) თვის ვადაში შესაბამისობაში მოვიდეს ამ წესის მოთხოვნებთა