1. CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ორგანოს მიერ გამოსაყენებელი „მატერიალური ზღვრის“ ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პროცენტულობით:

ა) 2% – სხ-ის იმ ექსპლუატანტებისთვის, რომელთა მიერ იმ საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედება, გამოყოფილი CO2-ის გამონაბოლქვი აღემატება  500 000 ტონას; და

ბ) 5 % – სხ-ის იმ ექსპლუატანტებისთვის, რომელთა მიერ იმ საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედება, გამოყოფილი CO2-ის გამონაბოლქვი არ აღემატება  500 000 ტონას.

2. CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია დაუშვას გამონაბოლქვის ანგარიშში გადაჭარბებული და შემცირებული მონაცემების არსებობა, თუ ისინი ისე აბალანსებს ერთმანეთს, რომ „მატერიალური ზღვარი“ არ აჭარბებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ პროცენტულ მაჩვენებელ