ვერიფიკაციის ორგანო ვალდებულია ვერიფიკაციის პროცესის შესახებ ჩანაწერები შეინახოს მინიმუმ ათი წლის განმავლობაში. ამავე ვადით შენახვას ექვემდებარება, მათ შორის:
ა) სხ-ის ექსპლუატანტის მიერ შედგენილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა, გამონაბოლქვის ანგარიში და გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიში;
ბ) ვერიფიკაციის ანგარიში და მასთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტაცია;
გ) სხ-ის ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში აღმოჩენილი უზუსტობები და შეუსაბამობები, რომელთა გამოვლენაც ხდება ვერიფიკაციის პროცესში, აღნიშნულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით სხ-ის ექსპლუატანტთან წარმოებული კომუნიკაციის ჩანაწერების ჩათვლით;
დ) ვერიფიკაციის ჯგუფის წევრების საიდენტიფიკაციო მონაცემები და მათი შერჩევის კრიტერიუმები; და
ე) ვერიფიკაციის ჯგუფის სამუშაო დოკუმენტები და ვერიფიკაციისას მათ მიერ გამოყენებული მონაცემები და ინფორმაცია, რათა დამოუკიდებელ მხარეს მიეცეს საშუალება შეაფასოს განხორციელებული ვერიფიკაციის ხარისხი და მისი შესაბამისობა ვერიფიკაციის მოთხოვნებთან