1. ვერიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს სხ-ის ექსპლუატანტის მიერ მომზადებული ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ანგარიში და მის მიერ გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულების შესახებ ანგარიში, თუ ის აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებულია ISO/IEC 17029:2019 და ISO 14065:2020 სტანდარტებისა და ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
შენიშვნა: სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია ისარგებლოს სხვა სახელმწიფოში აკრედიტებული ვერიფიკაციის ორგანოს მომსახურებით იმ პირობით, რომ აღნიშნული ვერიფიკაციის მომსახურების მიწოდება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესის მოთხოვნების დაცვით.
2. აკრედიტაციის ეროვნული ორგანო ვერიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციას უნდა ახორციელებდეს ISO/IEC 17011:2017 სტანდარტის შესაბამისად (ISO/IEC 17011:2017-„შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები იმ აკრედიტაციის ორგანოების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას“).
3. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ვერიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სტატუსი აქტიურია მის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას.
შენიშვნა: დამატებითი სახელმძღვანელო მასალა ვერიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სტატუსის შემოწმების შესახებ მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები)