1. იმ შემთხვევაში, თუ ვერიფიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელი ექვსი წელი ზედიზედ ახორციელებს სხ-ის ერთი და იმავე ექსპლუატანტის წლიურ შემოწმებას, მაშინ იგი ბოლო შემოწმებიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ არის უფლებამოსილი სხ-ის იმავე ექსპლუატანტის მიმართ განახორციელოს ვერიფიკაციის პროცედურა. აღნიშნული ექვსწლიანი პერიოდის გამოთვლისას, მხედველობაში მიიღება ნებისმიერი სათბურის აირების ვერიფიკაცია, რომელიც სხ-ის ექსპლუატანტის მიმართ განხორციელდება ამ წესის ამოქმედებამდე.
2. თუ პირი საკონსულტაციო მომსახურებას უწევს სხ-ის ექსპლუატანტს ნებისმიერი სახის სათბურის აირების ანგარიშგების თაობაზე, დაუშვებელია ამავე პირის ჩართვა ამავე სხ-ის ექსპლუატანტის მიმართ ვერიფიკაციის მომსახურებაში, მის მიერ კონსულტაციის გაწევიდან 3 წლის განმავლობაში.
3. ამ წესის მიზნებისთვის, დაუშვებელია, სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ვერიფიკაციის მომსახურების გაწევა, სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ვერიფიკაციის ორგანოს კაპიტალში წილის ფლობა/მართვა ან ვერიფიკაციის ორგანოს მიერ სხ-ის ექსპლუატანტის საკუთრების უფლებით ფლობა.
4. ამ წესის მიზნებისთვის დაუშვებელია ვერიფიკაციის ორგანოს მიერ გამონაბოლქვის ერთეულებით ვაჭრობა, ვერიფიკაციის ორგანოს მიერ იმ იურიდიული პირის კაპიტალში წილის ფლობა/მართვა, რომელიც ახორციელებს გამონაბოლქვის ერთეულებით ვაჭრობას ან ამგვარი იურიდიული პირის მიერ ვერიფიკაციის ორგანოს კაპიტალში წილის ფლობა/მართვა.
5. ამ წესის მიზნებისთვის დაუშვებელია ვერიფიკაციის ორგანოსა და სხ-ის ექსპლუატანტს შორის ურთიერთობა ეფუძნებოდეს საერთო საკუთრებას, აგრეთვე საერთო მმართველობას, პერსონალს, რესურსებს, ფინანსებს, კონტრაქტებსა და მარკეტინგს.
6. დაუშვებელია სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ვერიფიკაციის ორგანოსთვის გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის, გამონაბოლქვის ანგარიშის (საწვავის ხარჯვის მონიტორინგისა და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ოდენობის გამოთვლის ჩათვლით) და გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირებ