1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია ამ წესის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაბოლქვის კომპენსაციის ვალდებულება შეასრულოს CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების გზით. ამ მიზნით, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია გააუქმოს მოცემული საკომპენსაციო პერიოდისთვის სააგენტოს მიერ გამოთვლილი კომპენსაციას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის ოდენობის (FORc) შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეული. ამ წესის საფუძველზე, დაიშვება მხოლოდ CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმება, რომლებიც მოცემულია იკაოს დოკუმენტში „CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულები“.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია:

ა) გააუქმოს CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულები CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების პროგრამის რეესტრში, ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრული ვადების შესაბამისად; და

ბ) CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების პროგრამის რეესტრისგან მოითხოვოს ამავე რეესტრის საჯარო ვებგვერდზე სხ-ის ექსპლუატანტის მიერ მოცემულ საკომპენსაციო პერიოდში გაუქმებული CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის თითოეული ერთეულის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრული ვადების შესაბამისად. CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის თითოეული გაუქმებული ერთეულის შესახებ ასეთი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ კონსოლიდირებულ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას: რაოდენობა, სერიული ნომრის დასაწყისი და ბოლო, გაუქმების თარიღი, CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების პროგრამის დასახელება, ერთეულის ტიპი, გამომშვები სახელმწიფო, მეთოდოლოგიის აღწერა, ერთეულის მოქმედების ვადა და სხ-ის ექსპლუატანტის დასახელება, რომლის სახელითაც განხორციელდა ერთეულის გაუქმება.

შენიშვნა: ამ წესის მიზნებისთვის, ტერმინი „გაუქმება“ ნიშნავს CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულის პროგრამის რეესტრის ფარგლებში ამგვარი ერთეულის ერთჯერად გამოყენებას და მიმოქცევიდან ამოღებას, რათა გამონაბოლქვის ერთი და იმავე  ერთეულის გამოიყენება მოხდეს არაუმეტეს ერთგზი