1. სხ-ის ექსპლუატანტმა, რომელიც აპირებს მოითხოვოს მოცემულ წელს CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე გამონაბოლქვის შემცირება, შესამცირებელი გამონაბოლქვის ოდენობის გამოთვლა უნდა განახორციელოს №4 ფორმულის გამოყენებით, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №2-ში.
2. თანმდევი გამონაბოლქვის მიხედვით საექსპლუატაციო ციკლის განმავლობაში CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ღირებულების ფიქსირებული ერთეულის გამოყენებისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესამცირებელი გამონაბოლქვის ოდენობის გამოთვლისას, სხ-ის ექსპლუატანტმა უნდა იხელმძღვანელოს იკაოს დოკუმენტით „CORSIA: საექსპლუატაციო ციკლის განმავლობაში CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ფიქსირებული ღირებულება თანმდევი გამონაბოლქვის მიხედვით