1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია დეტალურად აღწეროს მონაცემთა ხარვეზის თავიდან აცილებისკენ მიმართული პროცედურები გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმაში, ამ წესის დანართ №5-ის პუნქტ 2.4.-ის შესაბამისად.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მონაცემთა ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების  სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები).

2. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც იყენებს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს, ვალდებულია მონაცემთა ხარვეზი აღმოფხვრას CERT პროგრამის გამოყენებით,  იმ პირობით, რომ ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსირებას დაქვემდებარებული საერთაშორისო ფრენების ოდენობა, რომლებზეც ფიქსირდება მონაცემთა ხარვეზი, არ აღემატება ამგვარი საერთაშორისო ფრენების ჯამური რაოდენობის 5%-ს.

3. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტისთვის მონაცემთა ანალიზისას ცნობილი ხდება რომ მონაცემთა ხარვეზი აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ზღვარს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე, აგრეთვე აცნობოს მას კომპენსირებას დაქვემდებარებული იმ საერთაშორისო ფრენების რაოდენობა, რომლებზეც ფიქსირდება მონაცემთა ხარვეზი და მიაწოდოს ახსნა-განმარტება ამგვარი ხარვეზის არსებობის მიზეზებზე. სხ-ს ექსპლუატანტმა აღნიშნული ინფორმაცია, სათანადო ახსნა-განმარტებასთან ერთად უნდა ასახოს  შესაბამის გამონაბოლქვის ანგარიშში.

4. სააგენტოსათვის გამონაბოლქვის ანგარიშის წარდგენამდე, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია მასში აღმოფხვრას მონაცემთა ყველა შესაძლო ხარვეზი, შეასწოროს მონაცემებში არსებული სისტემური შეცდომები და უზუსტობებ