1. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ში ჩასხმული საწვავის ოდენობა მითითებულია მოცულობის ერთეულებში, სხ-ის ექსპლუატანტმა ამავე საწვავის მასის გამოსათვლელად უნდა გამოიყენოს საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი.

2. სხ-ის ექსპლუატანტმა თითოეულ შემთხვევაში საბორტო ან ტექნიკურ ჟურნალში უნდა მიუთითოს საწვავის სიმკვრივის ის მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება საექსპლუატაციო და უსაფრთხოების მიზნებისთვის. საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელს შესაძლოა ჰქონდეს ფაქტობრივი ან 0,8 კგ/ლ-ის ტოლი სტანდარტული მნიშვნელობა. ფაქტობრივი ან სტანდარტული სიმკვრივის მაჩვენებლის გამოყენების პროცედურა  დეტალურად უნდა იყოს აღწერილი გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმაში, სხ-ის ექსპლუატანტის შესაბამის დოკუმენტაციაზე მითითებით.

შენიშვნა: დამატებითი სახელმძღვანელო მასალა საწვავის სიმკვრივის შესახებ მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების  სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები).

3. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც იყენებს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს, ვალდებულია საერთაშორისო ფრენებზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ოდენობა გამოითვალოს №6 ფორმულის მიხედვით, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №2-შ