1. კონკრეტული საერთაშორისო ფრენის შემსრულებელი სხ-ის ექსპლუატანტის იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს შემდეგი ელემენტების გათვალისწინებით:

ა) სარეგისტრაციო ნიშნები: როდესაც ფრენის გეგმის მე-7 პუნქტში (სხ-ის ამოსაცნობი ნიშანი) მითითებულია სხ-ის ამოსაცნობი ნიშანი, რომელიც აღნიშნულია სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC), ეს ფრენა ითვლება სხ-ის იმ ექსპლუატანტის მიერ შესრულებულად, რომელიც ფლობს აღნიშნულ სერტიფიკატს (AOC);

ბ) სხ-ის ეკიპაჟიანი იჯარის ან სხ-ის ექსპლუატანტებს შორის არსებული სხვა შეთანხმების შემთხვევაში, იკაოს ამოსაცნობი ინდექსი: როდესაც ფრენის გეგმის მე-7 პუნქტში (სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი) მითითებულია იკაოს საიდენტიფიკაციო კოდი, ეს ფრენა მიიჩნევა იმ სხ-ის  ექსპლუატანტის მიერ შესრულებულად, რომელსაც მინიჭებული აქვს ეს კოდი.

შენიშვნა 1: იკაოს ამოსაცნობი ინდექსები მოცემულია იკაოს დოკუმენტში Doc 8585 – „საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების ამოსაცნობი ინდექსები“.

შენიშვნა 2: ფრენის გეგმის მე-7 პუნქტზე მითითება ეფუძნება იკაოს მიერ განსაზღვრულ ფრენის გეგმის ფორმას, რომელიც მოცემულია Doc 4444-ის („სააერნაოსნო მომსახურების პროცედურები – საჰაერო მოძრაობის მართვა“) დამატება №2-ში.

გ) იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ფრენის შემსრულებელი სხ-ის ექსპლუატანტის იდენტიფიცირება ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ წესის მოთხოვნები გავრცელდება სხ-ის მესაკუთრის მიმართ.

შენიშვნა: ამ წესის მიზნებისათვის, ერთი და იმავე რეისის ნომრით შესრულებული ორი ან მეტი თანმიმდევრული ფრენებიდან თითოეული მიიჩნევა ცალკეულ ფრენად.

2.  სხ-ის  მესაკუთრე, რომელიც იდენტიფიცირებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგინოს ფრენის შემსრულებელი სხ-ის ექსპლუატანტის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია.

3. სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია, ამ წესით დადგენილი პროცედურული მოთხოვნების შესრულება ხელშეკრულების საფუძველზე დაავალოს მესამე პირს, გარდა ვერიფიკაციის ორგანოსი. ამ წესის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დელეგირება დაუშვებელია.

სააგენტო იკაოს წარუდგენს სხ-ის იმ ექსპლუატანტების ჩამონათვალს, რომლებზეც ვრცელდება ამ წესის მოთხოვნებ