1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გამონაბოლქვის ვერიფიცირებული ანგარიშის ასლი და მასთან დაკავშირებული ვერიფიკაციის ანგარიშის ასლი, ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

2. სხ-ის ექსპლუატანტმა გამონაბოლქვის ანგარიშში საერთაშორისო ფრენები უნდა ასახოს აეროდრომების წყვილების მიხედვით.

3. სხ-ის ექსპლუატანტის გამონაბოლქვის ანგარიში უნდა მოიცავდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის IV ტომის („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“ დამატება №5-ში მოცემულ A5-1 ცხრილით განსაზღვრულ ინფორმაციას. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც იყენებს CERT პროგრამას, არ არის ვალდებული შეავსოს აღნიშნული ცხრილის მე-5 ველი.

4. სხ-ის ექსპლუატანტმა, სააგენტოსთვის გამონაბოლქვის შესახებ ანგარიშის წარდგენისას უნდა გამოიყენოს იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომის (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების  სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები) დამატება №1-ში მოცემული  გამონაბოლქვის ანგარიშის სტანდარტული ფორმა.

5. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტი საერთაშორისო ფრენებს ასრულებს შეზღუდული რაოდენობის კონკრეტულ მარშრუტებზე, მიუხედავად იმისა, მოცემული სახელმწიფოების წყვილებზე ვრცელდება თუ არა საკომპენსაციო მოთხოვნები, იგი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს დასაბუთებული მოთხოვნა, რათა ამგვარი მონაცემები არ გამოქვეყნდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს სხ-ის ექსპლუატანტის იდენტიფიცირება (კომერციული საიდუმლოება). აღნიშნული დასაბუთება უნდა შეიცავდეს  ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხ-ის ექსპლუატანტის კომერციულ ინტერესებს.

6. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოების წყვილის მიხედვით გამონაბოლქვის ერთიანი მონაცემების მიკუთვნება კონკრეტული სხ-ის ექსპლუატანტის მიმართ შესაძლებელია იმის გამო, რომ აღნიშნულ მარშრუტზე საერთაშორისო ფრენებს ასრულებს სხ-ის ექსპლუატანტთა ძალზე მცირე რაოდენობა,  აღნიშნული სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს დასაბუთებული მოთხოვნა, რათა ამგვარი მონაცემები არ გამოქვეყნდეს სახელმწიფოების წყვილების მიხედვით (კომერციული საიდუმლოება). აღნიშნული დასაბუთება უნდა შეიცავდეს  ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხ-ის ექსპლუატანტის კომერციულ ინტერესებს.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიზნებისთვის, სხ-ის ექსპლუატანტის მიერ კონკრეტული სახელმწიფოების წყვილის მიხედვით წლიურად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა კომერციულ საიდუმლოებად იქნეს მიჩნეული იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტი იყენებს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევას სააგენტო ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

9. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია CO2-ის გამონაბოლქვის შესახებ უახლოეს ტონამდე დამრგვალებული სიზუსტი