1. სხ-ის ექსპლუატანტი, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ზღვართან მიახლოებისას, ვალდებულია მიმართოს სააგენტოს შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.
2. სააგენტო უფლებამოსილია აწარმოოს სხ-ის ექსპლუატანტების წინასწარი მონიტორინგი, მათ მიერ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ზღვართან მიახლოების დასადგენად.
3. სხ-ის ექსპლუატანტი, რომლის მიმართაც გასულ წელს (y-1) ვრცელდებოდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, მაგრამ მომდევნო წელს (y) მის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მოცულობა ვეღარ აღწევს ამავე პუნქტით დადგენილ ზღვარს, ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტო