თუ მე-4 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ოპერატორს შეუძლია მოპოვებული თხევადი ნახშირწყალბადების დაწვა მხოლოდ სააგენტოს თანხმობის შემდეგ. იმისათვის რომ ოპერატორმა დაწვას მოპოვებული თხევადი ნახშირწყალბადები, მან უნდა დაამტკიცოს, რომ დასაწვავი მოცულობები იქნება მინიმალური, სხვა ალტერნატიული ვარიანტები მიზანშეუწონელია ან უქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს საწარმოო პერსონალს ან გარემოს. თხევადი ნახშირწყალბადების დაწვის მაგივრად შეიძლება მათი შეგროვება ან ჩაჭირხნა პროდუქტიულ ზონაში. ეს ნახშირწყალბადები არ უნდა შეიცავდეს სითხეებს, რომლებიც გამოიყენება საწვავად ნავთობისა და გაზის გადამუშავების პროცესშ