ამ წესების 126-ე მუხლით მოთხოვნილი მონაცემების გარდა, გაზის განმეორებით მიწისქვეშა ჩაჭირხვნის ან მიწისქვეშ შენახვის პროექტის განაცხადში უნდა იქნეს წარმოდგენილი:
ა) პროექტთან დაკავშირებული გეოლოგიური მონაცემები, მათ შორის კოლექტორის მფარავი ფენის ისეთი მონაცემები, როგორიცაა: სივრცითი გავრცობა, ფენის საშუალო სიმძლავრე და კრიტიკული წნევა;
ბ) შენახვის ზონებში ნავთობისა და გაზის მარაგები, ფენში ჩაჭირხვნითი ოპერაციების დაწყებამდე;
გ) შემოთავაზებული მიწისზედა და მიწისქვეშა დამცავი მოწყობილობის ნუსხა, გამოცდის სახეები და პროექტის ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები;
დ) წყლის განთავსების შემოთავაზებული მეთოდი;
ე) საპროექტო ფართობზე ადრე გაბურღილი ჭაბურღილების სრული ინვენტარიზაცია.
კარი VIII
ნავთობისა და გაზის რესურსების რაციონალური გამოყენება
ნავთობისა და გაზის რესურსების რაციონალური გამოყენების ზოგადი მოთხოვნე