სათანადო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ჭაბურღილების იმგვარ განლაგებასა და ჭაბურღილების ბადის ისეთ სიმჭიდროვეს, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ნავთობისა და გაზის მოპოვების მაქსიმალურად ეფექტური ნორმის უზრუნველყოფასა და ზედმეტი ჭაბურღილების გაბურღვის თავიდან აცილებას. მომზადებული გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს საუკეთესო და უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებას, წიაღში არსებული და ნავთობის ეკონომიკურად დასაბუთებული ამოსაღები მარაგების სარწმუნო შეფასებას. გეგმა უნდა შეიცავდეს ასევე დებულებებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას გარემოს დაცვის ყველა მოთხოვნის შესრულების შესახებ, ამ წესების IX კარისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XXXVIII

გაზის დაწვა და ატმოსფეროში გაფრქვე