ოპერატორმა უნდა გამოსცადოს და დააკალიბროს გაზომვის ყველა სისტემა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობა დროის თანაბარი პერიოდულობით ან სააგენტოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ყველა გამოცდა უნდა ჩატარდეს ნავთობმრეწველობის საერთაშორისო პრაქტიკისა და ამ წესების პირველ კარში განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად. მრიცხველის გამოცდას უნდა ესწრებოდეს სააგენტოს წარმომადგენელი, ხოლო გამოცდის შედეგები უნდა წარედგინოს სააგენტოს განსახილველად. თუ სააგენტო გადაწყვეტს გამზომი მოწყობილობის დამოუკიდებელ დაკალიბრებას ოპერატორის თანდასწრებით, ასეთი ღონისძიების ხარჯებს დაფარავს სააგენტო.
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 124, №2, 09.01.2002, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.12.223.005.115 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53170/muxli-124/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია