1. თუ მე-5 მუხლში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ოპერატორმა არ უნდა დაიწყოს გაზის განმეორებითი ჩაჭირხნის ან გაზის მიწისქვეშ შენახვის პროექტის განხორციელება მანამდე, სანამ სააგენტო არ დაამტკიცებს ამ პროექტს.
2. განაცხადი პროექტის დამტკიცებაზე უნდა შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას იმის დასადასტურებლად, რომ პროექტი საჭიროა:
ა) ნავთობგაზგაცემის ეკონომიკურად დასაბუთებული საბოლოო მნიშვნელობის გასაზრდელად;
ბ) მომყოლი გაზის გაუმართლებელი დაწვის თავიდან ასაცილებლად;
გ) გაზის მოთხოვნილებაზე სეზონური ცვლილების გათვალისწინებით;
დ) ოპერატორისა და სააგენტოსათვის ეკონომიკური მოგების უზრუნველსაყოფად;
ე) სააგენტოს მიერ დამტკიცებული, წიაღის დაცვისა და რაციონალური გამოყენების, ზომების გასატარებლა