1. ოპერატორმა უნდა აწარმოოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები სათანადო ძებნა-ძიების, შეფასების ან დამუშავების გეგმის, კანონის და ამ წესების შესაბამისად.
2. ყველა გეგმა უნდა იქნეს შემუშავებული და განხორციელებული ნავთობმრეწველობის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და მისი გათვალისწინებით. ამასთანავე, უზუნველყოფილ უნდა იქნეს ნავთობისა და გაზის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და მოსახლეობის, პერსონალის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, აგრეთვე გარემოს დაცვის პირობები, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) მტკნარი, სასმელი, სამკურნალო და საწარმოო მიზნებისათვის გამოსაყენებელი მიწისქვეშა წყლების დაბინძურების თავიდან აცილებას და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ძეგლების დაცვა