1. სააგენტო აცხადებს, რომ ნავთობის ჭაბურღილიდან გაზის დაწვა და ატმოსფეროში გაფრქვევა არის რესურსების არარაციონალური გამოყენება, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე. განაცხადის მიღების შემდეგ სააგენტომ უნდა გასცეს ნებართვა, რომელიც ოპერატორს ნავთობის ჭაბურღილიდან გაზის დაწვის და ატმოსფეროში გაფრქვევის ნებას დართავს ერთი (1) წლის განმავლობაში, ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის საფუძველზე:

ა) ოპერატორმა დაიწყო ღონისძიების განხორციელება, რომლის დასრულების შემდეგ აღმოფხვრილ იქნება გაზის წვა ან ატმოსფეროში გაფრქვევა;

ბ) ოპერატორი წარადგენს დასკვნას საინჟინრო, გეოლოგიური და ეკონომიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მოწმობენ, რომ:

ბ.ა) ოპერატორის აზრით, ჭაბურღილ(ებ)იდან მოპოვებული ნავთობი და გაზი არ უზრუნველყოფს მიწისზედა გაზის შენახვისა ან რეალიზაციისათვის საჭირო ნაგებობების რენტაბელობას;

ბ.ბ) გაზის ყოველდღიური მოპოვების მოცულობა არ არის საკმარისი ბაზარზე სარეალიზაციოდ;

ბ.გ) ოპერატორის დასაბუთებული აზრით, გაზის რეალიზაციისათვის არ არსებობს კომერციულად გამართლებული ბაზარი.

2. ნავთობის ჭაბურღილიდან გაზის დაწვის ან ატმოსფეროში გაფრქვევის პირველ პუნქტში აღნიშნული ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე, იმავე პუნქტში მოყვანილი მიზეზებიდან ერთ-ერთის საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია (ერთხელ ან მეტჯერ) გააგრძელოს ასეთი ნებართვის მოქმედების ვადა არა უმეტეს ერთი წლი