ოპერატორი ვალდებულია, ყოველ სამ (3) თვეში ერთხელ სააგენტოში წარსადგენად მოამზადოს გაზის დაწვის ან ატმოსფეროში გაფრქვევის და თხევადი ნახშირწყალბადების დაწვის დაწვრილებითი ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) დამწვარი ან ატმოსფეროში გაფრქვეული გაზისა ან დამწვარი თხევადი ნახშირწალბადების ყოველდღიურ მოცულობას;

ბ) გაზის წვის /ატმოსფეროში გაფრქვევის ან თხევადი ნახშირწყალბადების წვის ხანგრძლივობას საათებში (სთ/დღ);

გ) გაზის წვის, ატმოსფეროში გაფრქვევის ან თხევადი ნახშირწყალბადების დაწვის მიზეზები, თუ ეს მიზეზები არაა მითითებული 130-ე მუხლში, ან თუ ასეთ ქმედებებზე არაა გაცემული სააგენტოს სპეციალური ნებართვა;

დ) გოგირდწყალბადის (H2S-ის) შემცველი დამწვარი ან გაფრქვეული გაზის რაოდენობისა და H2S-ის კონცენტრაციის გაანგარიშებას.

თავი XLI

ნავთობგაზგაცემის გაზრდის პროექტე