1. თუ მე-4 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ოპერატორს შეუძლია დაწვას ან ატმოსფეროში გააფრქვიოს მოპოვებული გაზი, სააგენტოსაგან წინასწარი თანხმობის გარეშე, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) როდესაც აირისა და გაზის ნარევი იწვება ან გაიფრქვევა მცირე მოცულობებით შესანახი რეზერვუარებიდან ან დაბალი წნევის საწარმოო საცავებიდან და რომლის შეგროვებაც ეკონომიკურად მიზანშეუწონელია;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი პირობების შესრულებისას, მოწყობილობის ან მილსადენის გაუმართაობის, დროებითი გაჩერების ან სხვა მიზეზით სისტემაში წნევის შესამცირებლად;

გ) ჭაბურღილიდან სითხის ამოტუმბვისას ან მისი წმენდისას, საბურღ მილებზე ან კაბელზე ფენის გამომცდელით მოდინებაზე გამოცდისას, ხვეული სატუმბო-საკომპრესორო მილებით ჩასატარებელი სამუშაოებისას, მოწყობილობების რემონტისას, პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულებისას, მოდენის ინტენსიფიკაციისა და ჭაბურღილის გამოცდის სხვა ოპერაციების დროს, ნავთობის ჭაბურღილიდან გაზის დაწვა და ატმოსფეროში გაფრქვევა დაშვებულია მხოლოდ დროის დასაბუთებული პერიოდის განმავლობაში, ნავთობმრეწველობის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. სააგენტოს შეუძლია დაადგინოს დროის უფრო მცირე პერიოდი ჰაერის ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და უფრო დიდი პერიოდი, თუ ოპერატორს სჭირდება დამატებითი დრო ბუდობის პარამეტრების შესაფასებლად.

2. ოპერატორი, თუ მე-4 მუხლში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) ოპერატორს სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეუძლია გაზის დაწვა ან ატმოსფეროში გაფრქვევა განუწყვეტლივ 48 საათზე მეტი დროის განმავლობაში. სააგენტოს შეუძლია დაადგინოს 48 საათზე ნაკლები დროის ლიმიტი ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით;

ბ) ოპერატორს სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეუძლია გაზის დაწვა ან ატმოსფეროში გაფრქვევა მიწისზედა ნაგებობიდან ყოველ კალენდარულ თვეში ჯამური 144 საათზე მეტი დროის განმავლობაში;

გ) ოპერატორს სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეუძლია გაზის ჭაბურღილიდან გაზის დაწვა ან ატმოფეროში გაფრქვევა იმაზე მეტი დროის განმავლობაში, ვიდრე ამას მოითხოვს ავარიული სიტუაციის აღკვეთ