1. სააგენტო უფლებამოსილია ყოველწლიურად განახორციელოს მოცემული წლისთვის სხ-ის ექსპლუატანტის მიერ კომპენსაციას დაქვემდებარებული CO2-ის ოდენობის გამოთვლა,  CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გათვალისწინებამდე, №2 ფორმულის გამოყენებით, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №2-ში.

2. საჭიროებისას, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს  მოცემული წლისთვის სხ-ის ექსპლუატანტის ზრდის კოეფიციენტის (OGFy) გამოთვლა CO2-ის იმ ოდენობის გათვალისწინებით, რომელიც მითითებულია სხ-ის ექსპლუატანტის მიერ წარდგენილი დამოწმებული CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშში, №3 ფორმულით, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №2-ში.

3. სააგენტო სხ-ის ექსპლუატანტს აცნობებს მოცემული წლისთვის მის მიერ კომპენსირებას დაქვემდებარებული CO2-ის ოდენობას (ORy), იკაოს მე-16 დანართის IV ტომის პირველ დამატებაში მითითებული ვადების შესაბამისა