1. ამ თავით გათვალისწინებული კომპენსაციის  მოთხოვნები ვრცელდება სხ-ის იმ ექსპლუატანტებზე, რომლებიც  საერთაშორისო ფრენებს ასრულებენ იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთა სია მოცემულია იკაოს დოკუმენტში „CORSIA:  სახელმწიფოების წყვილები მე-3 თავის მიზნებისთვის“.

2. ამ თავით დადგენილი მოთხოვნები  სხ-ის ახალ ექსპლუატანტთან მიმართებით არ გავრცელდება:

ა) სამი წლის განმავლობაში, დაწყებული იმ წლიდან რომელშიც ის დააკმაყოფილებს მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს; ან

ბ) მანამ, სანამ მის მიერ წლიურად გამოყოფილი CO2 გადააჭარბებს 2019 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ფრენებზე ჯამურად გამოყოფილი CO2-ის 0.1%-ს.

შენიშვნა 1: ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ  ამ პუნქტით გათვალისწინებული „ა“ და „ბ“ შემთხვევებიდან რომელი დადგება უფრო ადრე. 0.1%-იანი ზღვრის გადაჭარბების შემდგომ ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნები სხ-ის ექსპლუატანტზე გავრცელდება მომდევნო კალენდარული წლიდან.

შენიშვნა 2: 2019 წელს ჯამურად გამოყოფილი CO2-ის შესახებ ინფორმაცია მოცემულია იკაოს დოკუმენტში „CORSIA: 2020 წლის გამონაბოლქვები“.

3. სააგენტო უფლებამოსილია სხ-ის ექსპლუატანტის მიერ გამოყოფილი CO2-ის წლიური საკომპენსაციო მოთხოვნების გამოთვლა განახორციელოს ამ წესის II თავის შესაბამისად წარდგენილი მონაცემებისა და ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია საკომპენსაციო მოთხოვნების გამოთვლის თაობაზე მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში: „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის პროცედურები“