1. თითოეული სხ-ის ექსპლუატანტის მიმართ, CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ხარჯზე შემცირებული გამონაბოლქვის გათვალისწინების შემდგომ, მოცემულ საკომპენსაციო პერიოდში კომპენსირებას დაქვემდებარებული CO2-ის რაოდენობა სააგენტოს მიერ გამოითვლება №5 ფორმულის გამოყენებით, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №2-ში.

2. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტის მიერ კომპენსაციას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის საბოლოო ჯამური ოდენობა მოცემული საკომპენსაციო პერიოდისთვის (FORc) უარყოფითია, სხ-ის ექსპლუატანტი თავისუფლდება კომპენსაციის ვალდებულებისგან. აღნიშნული გავლენას არ ახდენს სხ-ის ექსპლუატანტის ვალდებულებებზე მომდევნო საკომპენსაციო პერიოდის მიმართ. ამასთან, სხ-ის ექსპლუატანტი იმ შემთხვევაშიც თავისუფლდება კომპენსირების მოთხოვნისგან, როცა მის მიერ კომპენსირებას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის საბოლოო ჯამური ოდენობა მოცემული კომპენსირების პერიოდისთვის (OR1,C+OR2,C+OR3,C) 3 000 ტონაზე ნაკლებია (ამ შემთხვევაში, სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია ნებაყოფლობით განახორციელოს CO2-ის კომპენსირება).

3. მოცემულ საკომპენსაციო პერიოდში (FORc) სხ-ის ექსპლუატანტის მიერ კომპენსაციას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის საბოლოო ჯამური ოდენობა უნდა დამრგვალდეს მომდევნო უახლოეს ტონამდე.

4. თითოეული სხ-ის ექსპლუატანტის მიერ მოცემული საკომპენსაციო პერიოდისთვის კომპენსაციას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის საბოლოო ჯამურ ოდენობას, გამოთვლის შემდეგ, სააგენტო აცნობებს სხ-ის ექსპლუატანტს, იკაოს მე-16 დანართის IV ტომის პირველ დამატებაში მითითებული ვადების შესაბამისად.

შენიშვნა: ინფორმაცია CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას CO2-ის კომპენსაციის მოთხოვნის შესასრულებლად, მოცემულია  ამ წესის IV თავში.
თავი IV
გამონაბოლქვის ერთეულე