1. მოცემულ საკომპენსაციო პერიოდში საბოლოო ჯამური საკომპენსაციო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ ამ წესის 24-ე მუხლის შესაბამისად გაუქმებული CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების შესახებ. ამ მიზნით, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულების ვერიფიცირებული ანგარიშის ასლი, მასთან დაკავშირებული ვერიფიკაციის ანგარიშის ასლთან ერთად.
2. გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულების ვერიფიცირებული ანგარიში სააგენტოს უნდა წარედგინოს ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრული ვადების შესაბამისად და იგი უნდა შეიცავდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის IV ტომის („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“) დამატება №5-ის A5-7 ცხრილში მითითებულ ინფორმაციას.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ქვემოთ მოცემული ინფორმაციის იკაოსთვის მიწოდებასა და სააგენტოს ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებას:
ა) მოცემული საკომპენსაციო პერიოდისთვის სხ-ის თითოეული ექსპლუატანტის მიერ კომპენსაციას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის საბოლოო ჯამური რაოდენობა; და
ბ) მოცემული საკომპენსაციო პერიოდისთვის, სხ-ის თითოეული ექსპლუატანტის მიერ საკომპენსაციო ვალდებულების შესრულების მიზნით გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულების ჯამური რაოდენობ