1. წესის მოთხოვნები ვრცელდება სხ-ის ექსპლუატანტზე, რომელიც ფლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ გაცემულ სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და რომელიც ახორციელებს 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ის ექსპლუატაციას და რომლის მიერ ამავე სხ-ების ფრენის შედეგად საერთაშორისო ფრენებზე წლიურად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი აღემატება 10 000 ტონას (გარდა სამედიცინო, ჰუმანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ფრენებისა).

შენიშვნა: ამ წესის მიზნებისთვის, სხ გულისხმობს მხოლოდ თვითმფრინავს.

2. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება საერთაშორისო ფრენებზე, რომლებიც ემსახურება სამედიცინო, ჰუმანიტარულ ან ხანძარსაწინააღმდეგო ფრენების შესრულებას, იმ პირობით, რომ ამგვარი ფრენები სრულდება იმავე სხ-ის გამოყენებით, რომლითაც უნდა შესრულდეს აღნიშნული სამედიცინო, ჰუმანიტარული ან ხანძარსაწინააღმდეგო ფრენა და მათი შესრულება აუცილებელია ამგვარი ფრენების განხორციელებისთვის ან მათ შემდგომ სხ-ის პოზიციონირებისთვის მომდევნო ფრენის შესასრულებლად. სხ-ის ექსპლუატანტმა ვერიფიკაციის ორგანოს ან, მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს უნდა წარუდგინოს  ამგვარი ფრენების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

3. მას შემდეგ რაც სხ-ის ახალი ექსპლუატანტი დააკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, მის მიმართ ამ წესის მოთხოვნები გავრცელდება მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან, გარდა ამ წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. წესის მოთხოვნების შესრულებაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტ