1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია განახორციელოს ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ საერთაშორისო ფრენებზე გახარჯული საწვავის მონიტორინგი და აღრიცხვა ამ მუხლით დადგენილი კონკრეტული მონიტორინგის მეთოდის გამოყენებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან.
2. გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის დამტკიცების შემდგომ, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია ერთსა და იმავე საანგარიშო პერიოდისთვის გამოიყენოს მონიტორინგის ერთი და იგივე მეთოდი.
3. სხ-ის ექსპლუატანტი, რომლის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის წლიური გამონაბოლქვი საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით დადგენილი საკომპენსაციო მოთხოვნები, აღწევს 50 000 ტონას, ამგვარი ფრენებისათვის ვალდებულია გამოიყენოს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №3-ში.
4. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია, საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი საკომპენსაციო მოთხოვნები, გამოიყენოს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №3-ში ან CERT პროგრამა, რომელიც აღწერილია ამ წესის დანართ №4-ში.
5. სხ-ის ექსპლუატანტი, რომლის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის წლიური გამონაბოლქვი საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით დადგენილი საკომპენსაციო მოთხოვნები, 50 000 ტონაზე ნაკლებია, ამგვარი ფრენებისათვის ვალდებულია გამოიყენოს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №3-ში ან CERT პროგრამა, რომელიც აღწერილია ამ წესის დანართ №4-ში.
6. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის წლიური გამონაბოლქვი საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით დადგენილი საკომპენსაციო მოთხოვნები, გასცდება 50 000 ტონას მოცემულ (y) წელს და მომდევნო (y+1) წელს, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გამონაბოლქვის მონიტორინგის განახლებული გეგმა შემდეგი კალენდარული წლის (y+2) 30 სექტემბრამდე. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია რიგით მესამე კალენდარული წლის (y+3) 1 იანვრის შემდგომ გამოიყენოს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი, როგორც ეს აღწერილია ამ წესის დანართ №3-ში.
7. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის წლიური გამონაბოლქვი საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით დადგენილი საკომპენსაციო მოთხოვნები, მცირდება იმგვარად რომ ხდება 50 000 ტონაზე ნაკლები მოცემულ (y) წელს და მომდევნო (y+1) წელს, სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია შეცვალოს მონიტორინგის მეთოდი რიგით მესამე კალენდარული წლის (y+3) 1 იანვრიდან. თუკი სხ-ის ექსპლუატანტი გადაწყვეტს მონიტორინგის მეთოდის ამგვარად შეცვლას, იგი ვალდებულია სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გამონაბოლქვის მონიტორინგის განახლებული გეგმა რიგით მეორე კალენდარული წლის (y+2) 30 სექტემბრამდე.
8. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც არ წარმოადგენს ახალ ექსპლუატანტს და რომლის მიმართაც ამ წესის ამოქმედების შემდეგ პირველად გავრცელდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, უფლებამოსილია გამოიყენოს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №3-ში ან CERT პროგრამა, რომელიც აღწერილია ამ წესის დანართ №4-ში, მხოლოდ პირველი ანგარიშგების წლისთვის.
9. თუ სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც არ წარმოადგენს ახალ ექსპლუატანტს და რომლის მიმართაც ამ წესის ამოქმედების შემდეგ პირველად გავრცელდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, არ ფლობს საკმარის დოკუმენტაციას საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდის გამოსაყენებლად, უფლებამოსილია, სააგენტოს თანხმობით, გამოიყენოს CERT პროგრამა, მომდევნო ანგარიშგების წლის (y+1) 30 ივნისამდ