1. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც აპირებს  მოითხოვოს მის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის ოდენობის შემცირება CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე, ვალდებულია ამ მიზნით გამოიყენოს CORSIA-ს შესაბამისი საწვავი, რომელიც  აკმაყოფილებს CORSIA-ს მდგრადობის კრიტერიუმებს და რომელიც წარმოებულია იკაოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სერტიფიცირებული მწარმოებლის მიერ.

2. სხ-ის ექსპლუატანტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული CORSIA-ს შესაბამისი საწვავის CORSIA-ს მდგრადობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

შენიშვნა: CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე გამონაბოლქვის შემცირების შესახებ სხ-ის ექსპლუატანტის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს CORSIA-ს შესაბამისი საწვავის იმ მასას, რომელიც მითითებულია ამგვარი საწვავის შესყიდვის და შერევის ჩანაწერებშ