1. ღონისძიების დასრულების შემდგომ არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა ორგანიზაციამ, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, სამსახურში უნდა წარადგინოს საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრების სამსახურსა და ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
2. საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შესაბამისი განმარტება, იურიდიული პირი აბრუნებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სამსახურის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
3. ფინანსური ანგარიში წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესაბამისად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, ორგანიზაციის მიერ დადგენილ ვადებში არწარმოდგენის ან დოკუმენტაციის არასწორად ან/და არასრულად წარმოდგენის გამო, სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად მიღებული თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.
5. იურიდიული პირების მიერ ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობის შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურს უფლება აქვს მოსთხოვოს იურიდიულ პირებს მათი პირადობის მოწმობების ასლების წარმოდგენ